საყუნეთის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
02-03-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საკლასო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქტივობაში, რომელიც ხელოვნების პედაგოგის, ელენე მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მეხუთეკლასელებმა მისალოცი ბარათები და საჩუქრები გაკეთეს.