ზედა წინსვლის საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნეს
02-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პირველკლასელებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს.

„განსაკუთრებულად საინტერესო პირველკლასელთა აქტივობა იყო. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ეს უჩვეულო ფორმატით მოხდა. პატარებმა თავიანთი ხელებით შექმნილი მისალოცი ბარათები მოამზადეს დედიკოებისთვის“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე.

სკოლის დირექტორი მაყვალა მრევლიშვილის ლექსით - „ხელისგულზე“ ყველა დედას ულოცავს 3 მარტს:

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203