
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი ერემი ტოროტაძე პასუხობს:
-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
-კოვიდ პანდემიამ დაგვანახა, სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა აუცილებელია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის.
- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- 2020 წელს დავახასიათებდი, როგორც უმძიმეს მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია, რომ აქტიურად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს, მათი აქტიური ჩართულობა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში.
- მშობლებს ვურჩევდი. . .
- მშობლებს ვურჩევდი, მაქსიმალურად დაეხმარონ თავიანთ შვილებს, რომ ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევებს.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ სკოლის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კეთილდღეობაზე.