განთიადის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა
02-03-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო აქცია მოაწყეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ასევე გამართეს ისტორიული მიმოხილვა, სკოლის ეზოში დაუშვეს დროშა და წუთიერი დუმილით, ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

აქტივობებს მასწავლებლები - ნინო ანთაძე და თინათინ ბურთიკაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

ასევე მოეწყო გამოფენა, თემაზე „შეაჩერეთ ანექსია“, „ოკუპაცია გრძელდება“. 

„სკოლის სახელით, მოსწავლეებს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის. ასევე მადლობა მე-5 კლასის მოსწავლეს, გოგა მარკოიძეს ლექსის „აფხაზეთო“ წაკითხვისთვის. ​ღონისძიება გაიმართა covid-19-ის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203