მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეჯიბრებაში გამარჯვება მოიპოვეს
02-03-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვითა და რა თქმა უნდა, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანსაღი მომავალი თაობების გაზრდას. 

მაჭატიის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, სარქის მარქარიანი მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების ჯანმრთელობაზე, სურს, ისინი აქტიურები იყვნენ და თავს არ ზოგავს, ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის.
მაჭატიის საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრების ჩატარების შემდეგ, სპორტის მასწავლებელმა, სარქის მარქარიანმა, რომელიც მეზობელ სოფელშიც ასწავლის სპორტს, შეჯიბრება ჩაატარა ზაკისა და მაჭატიის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში გამარჯვება მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს - ჭადრაკში პირველ ადგილზე გავიდა მე-7 კლასის მოსწავლე არტიომ პარონიანი, შაშში კი - მე-10 კლასის მოსწავლე ვარდიკიან რაფი.

მაჭატიის საჯარო სკოლამ მიულოცა ბავშვებს გამარჯვება და ისინი სიგელებით დააჯილდოვეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203