
ახალციხის მუნიციპალიტეტის, გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებული პატარებიც ენთუზიაზმით იღებენ სათანადო განათლებას.
გურკელის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს უცხოური ენის წრე და მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ. ინგლისური წრის მორიგი შეხვედრა უკვე გაიმართა და რა თქმა უნდა, პედაგოგიცა და მოსწავლეებიც ჯანდაცვის პროტოკოლის გათვალისწინებით, სრულად იცავდნენ რეგულაციებს.
საქმე ის გახლავთ, რომ გურკელის საჯარო სკოლაში არსებული ინგლისური ენის წრის მეცადინეობები აგებულია თამაშით სწავლაზე, რაც მოსწავლეებისთვის სახალისოა.
იხილეთ ფოტოები