საყდრიონის საჯარო სკოლაში პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს გაკვეთილი მიუძღვნეს
02-03-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის X და XII კლასებში პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ფილმს „საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა“ უყურეს.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა.

წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი კედლის გაზეთები, გააკეთეს შეფასება და ანალიზი.  

მოსწავლეების კრიტიკულმა მიდგომამ კიდევ ერთხელ გვაიძულა, სხვა კუთხით დაგვენახა საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა. მადლობა მოსწავლეებს", - აცხადებს პედაგოგი თინა ლობჯანიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203