წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
02-03-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ისტორია, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია ცერცვაძემ მოსწავლეებთან ოკუპაციის პერიოდი გაიხსენა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.