არაგვის საჯარო სკოლაში დედის დღე აღნიშნეს
02-03-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე უმცროსკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და ნახატები შექმნეს.

ასევე, უფროსკლასელებმა მოამზადეს კედლის გაზეთი ქართულ ენაზე და დედებს 3 მარტის დღესასწაული ამ ფორმით მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203