თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ხელოვნებაში ორიგინალური დავალება შეასრულეს
02-03-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის II ბ კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების გაკვეთილი ნამდვილ დღესასწაულად იქცა. საყვარელი ირინა მასწავლებლის ძალისხმევის შედეგად, ბავშვები ხელოვნებას ეზიარებიან და თავად ქმნიან ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც ფანტაზიას უვითარებს და სხვადასხვა უნარის დახვეწაში ეხმარება.

ირინა რობაქიძის ხელმძღვანელობით, II ბ კლასის მოსწავლეებმა, შეასრულეს კომპლექსური დავალება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. დავალების მიზანი იყო, ბავშვებს წარმოედგინათ საკუთარი თვალით დანახული ავტოპორტრეტი და შემდეგ გადაეღოთ „სელფი“. დავალება მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს, Etaloni.ge კი მათ ნამუშევრებს წარმოგიდგენთ.  

იხილეთ თბილისის N103 საჯარო სკოლის II ბ კლასის მიერ შესრულებული კომპლექსური დავალების ვიდეო სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203