„სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავ, ჩაეხუტე, მოეფერე დედას“ - შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში 3 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს
02-03-2021
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა დააწესა და 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში დედის დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და 3 მარტს ღონისძიება მიუძღვნეს.

2 მარტს, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი ნახატები. მე-10 კლასის მოსწავლეებმა კი, ლექსებით მიულოცეს დედებს ეს ლამაზი დღე.

გაზაფხულის მეორე დღეს შუქრუთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული - თბილი და სასიამოვნო გარემო სუფევდა, რადგან ღონისძიება საყვარელ დედებს ეძღვნებოდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203