
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლაში მე-10 და მე-11 კლასებში არჩევითი საგანის -„სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობის“ ფარგლებში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეებმა ექიმის როლი მოირგეს.
„მე-10 და მე-11 კლასებში არჩევითი საგანი „სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ ისწავლება (მასწავლებელი შორენა ქათამაძე). დღეს ჩემმა არაჩვეულებრივმა ბავშვებმა, მომავალმა ექიმებმა - მარი რობაქიძემ, გიგი ჯიქიძემ, ზურა ბასილაიამ, ქრისტინე გიორგაძემ და ბექა რობაქიძემ ექიმის როლი მშვენივრად მოირგეს და პაციენტებს სიმპტომის აღნიშვნისას დიაგნოზიც სწორი დაუსვეს და დანიშნულებაც სწორად მისცეს სამკურნალოდ. ვუყურებდით ან ანგელოზ ბავშვებს თეთრ ხალათებში და აღარ გვეშინოდა...
მადლობა შორენა მასწავლებელს და არაჩვეულებრივ ბავშვებს შესანიშნავი დღისათვის“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: