„ჩემი ხატია სამშობლო“ - სამოქალაქო განათლების გაკვეთილი პატრიოტულ მოტივებზე ჩაოს საჯარო სკოლაში
02-03-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებაში თემატური გაკვეთილი ჩატარდა სახელწოდებით „ჩემი ხატია სამშობლო!“. ჩაოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - თიკა ლაბაძე და ლენა ცეცხლაძე საგაკვეთილო აქტივობისთვის ნაციონალურ სამოსში გამოეწყვნენ და საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ ააფრიალეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე.
„მათი გულები სამშობლოსთვის ძგერს“ - ასე შეიძლება დავახასიათოთ მოსწავლეების აქტივობა, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში ჩართულები არიან და სასკოლო ცხოვრებაშიც უშუალოდ მონაწილეობენ.
ჩაოს საჯარო სკოლაში სწავლა სრული დატვირთვით, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და იძულებითი არდადეგების შემდეგ მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებული მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან საგაკვეთილო თუ სკოლის გარე აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს