ბოლაჯურის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღეს ქართულის გაკვეთილი მიეძღვნა
02-03-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბოლაჯურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი სრულფასოვნად, საკლასო ოთახებში და რაც მთავარია, არსებული რეგულაციების სრულიდ დაცვით მიმდინარეობს.ბოლაჯურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამარ აბრამიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაზაფხულის პირველ დღეს, გაკვეთილი საზეიმო განწყობით წარიმართა.

პირველკლასელებმა გაზაფხულის მოსვლა შემოქმედებითად აღნიშნეს, შექმნეს ნახატები, მოაწყვეს გამოფენა, წაიკითხეს ლექსები გაზაფხულზე, შეასრულეს სიმღერა და ერთმანეთს მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაული. როგორც სკოლის პედაგოგი აღნიშნავს, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და განსაკუთრებით ხალისიანს ქმნის სასწავლო პროცესს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203