რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აწარმოეს
02-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საინფორმაციო კამპანია მიუძღვნეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეთა ინფორმირებისა და  ცნობიერების ამაღლების მიზნით, მათ თავიანთი გაკეთებული  საიფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსწავლეებს, 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ, მოკლე  ინფორმაციაც მიაწოდეს.  

„1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა. დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა. ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203