თაობა, რომელიც ოკუპაციას დაასრულებს - ვანის N2 საჯარო სკოლაში ოკუპაციას კვირეული მიუძღვნეს
02-03-2021

2021 წლის 25 თებერვალს 100 წელი შესრულდა საბჭოთა ოკუპაციიდან, როდესაც „დერჟავამ“ წითელი საცეცებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორია  დაიკავა და მიწა იუნკერთა სისხლით შეიღება. ზუსტად 100 წლის წინ, 25 თებერვალს საქართველოს ცაზე მზე სისხლისფრად ამოვიდა და სასიხარულოა, მომავალი თაობები სამშობლოსთვის შეწირული გმირების ხსოვნას დღემდე სათუთად რომ ინახავენ.

ვანის N2 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს კვირეული მიძღვნა, თუმცა. მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს პროტესტი და მასწავლებლების ძალისხმევის შედეგად, ბავშვებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია.

25 თებერვალს ვანის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დროშა თვალცრემლიანმა პატარებმა დროშა დაუშვეს, არაერთი ნახატი მიუძღვნეს, იყო ბევრი ემოცია, კვირეულში კი ჩართულები იყვნენ ვანის N2 საჯარო სკოლის  III ა კლასი, ნათია დვალიშვილის ხელმძღვანელობით; II ბ კლასი - ლელა დვალიშვილის ხელმძღვანელობით; II ა კლასი -ნინო კელენჯერიძის ხელმძღვანელობით, IV ა კლასი - თეა ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობითა და IV ბ კლასი თამარ გოთონელიას ხელმძღვანელობით.

ესაა თაობა, რომელიც მომავლის ისტორიას წერს და რომელიც ოკუპაციას დაასრულებს!


ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ბმული N1, ბმული N2
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203