„გახსოვდეს შენი წარსული“ - ჭაპალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის დღეს პროექტი მიუძღვნეს
02-03-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის არაქართულენოვან საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა პროექტი, სახელწოდებით „გახსოვდეს შენი წარსული“ შექმნეს.

პროექტი საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციის 100 წლისთავს მიეძღვნა.

სკოლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებები, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელთა ბიოგრაფიები და კოჯრის გმირების ისტორიები შეისწავლეს.

„8 თებერვალს, პროექტის ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან ჩატარდა ღია გაკვეთილი.

26 თებერვალს, სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია. პროექტზე მუშაობდნენ  ქართული ენის მასწავლებელი ლ. დოლიძე და ისტორიის მასწავლებელი მ. კურბანოვი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203