ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედებს 3 მარტი სიმღერით მიულოცეს
02-03-2021

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

ზესტაფონის N1 საჯარო სოლის II ბ კლასის მოსწავლეებმა 3 მარტი საყვარელ დედიკოებს სიმღერით მიულოცეს. პატარების სიურპრიზი კი მასწავლებლის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, დიდი ხანი არაა, რაც ბავშვებმა სკოლაში შეაბიჯეს, ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კარგად იციან, რომ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და რომლებიც უყვართ, დაფასება სჭირდებათ. დედის დღისადმი მიძღვნილი სიმღერა კი, გვერწმუნეთ, მშობლისთვის საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც ზესტაფონის N1 საჯარო სკოლელები გულმოდგინედ ასრულებენ.


იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203