თბილისის N72 სკოლის პედაგოგები კონფერენციაში - „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“ მონაწილეობდნენ
02-03-2021
თბილისის N72 საჯარო სკოლის პედაგოგები ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ კონფერენციაში, თემაზე „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“ მონაწილეობდნენ.
სკოლის ინფორმაციით, დიდი მოწონება დაიმსახურეს:
გეოგრაფიის წამყვანმა მასწავლებელმა, რუსუდან კვიკვინიამ. თემა - „ერთი დღით ადრე - სკოლის განვითარების მხარდამჭერი სასკოლო კულტურის შექმნა და მართვა“;
სპეციალურმა მასწავლებელმა, მარინე იაშაღაშვილმა. თემა - „ინკლუზიური განათლება ონლაინ სწავლების დროს“;
ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა, ირმა კაკუშაძემ. თემა - „STEM საგნები და მოდელირება დისტანციური სწავლების დროს''.
„კონფერენციის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება, სკოლის მართვისადა დისტანციური სწავლების საუკეთესო, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება. კონფერენცია იყო საერთაშორისო.
ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს როგორც ქართველმა, ასევე ევროპელმა პარტნიორი სკოლების მმართველებმა და პედაგოგებმა.
N72 საჯარო სკოლის პედაგოგებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დადებითად შეფასდა ერთი სკოლიდან სამი მასწავლებლის მონაწილეობა. დიდი მადლობა ჩვენს პედაგოგებს სკოლის ღირსეულად წარმოჩენისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს