წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლემ ესეების კონკურსში გაიმარჯვა
02-03-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხელნაწერთა ცენტრის ესეების კონკურსში გაიმარჯვა.

„ჩვენი სკოლის X -ს მოსწავლე ქრისტინა ფანგანი გახდა ხელნაწერთა ცენტრის ესეების კონკურსის „მეფე ერეკლე: ხელნაწერით გაცოცხლებული ისტორია“ - გამარჯვებული.  

მიღებულმა პრიზმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. საჩუქრები იმდენად მორგებულია მოსწავლის საჭიროებებზე, იმდენად გამორჩეულია თავისი ორიგინალურობით და მრავალფეროვნებით, რომ ნამდვილად გაალამაზებს მოსწავლის სასკოლო ცხოვრებას.

სასაჩუქრო კომპლექტში შედიოდა დიპლომი, ფაზლი, რომლითაც ასაწყობია ძველი საქართველოს რუქა, კონკურსის ბრენდირებული ბლოკნოტი (ბლოკნოტის ყდაზე დატანილია ერეკლე II-ს ისტორიული საბუთი, რაზედაც ქრისტინამ დაწერა ესე) თავისი კალმით, ვახუშტი ბაგრატიონის  მიერ შედგენილი  XVII ს-ის ევროპის რუკა და ამ რუკის დიზაინით დამზადებული ხელჩანთა.მადლობა ხელნაწერთა ცენტრს ასეთი არაჩვეულებრივი კონკურსითვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203