ვარდისუბნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა
02-03-2021

2021 წლის 25 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგის, ირმა ყეინაშვილის ორგანიზატორობითა და დირექციის ხელშეწყობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ“.

კონფერენცია საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა და მასში IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„საკონფერენციო თემა ჩაშლილი იყო ქვესაკითხებად შემდეგი თანმიმდევრობით:

ირმა ყეინაშვილი - კონფერენციის განრიგის გაცნობა და თემის ზოგადი მიმოხილვა;

ანამარია ქველაძე - რუსეთთან ურთიერთობის პირველი ნაბიჯები;

ელენე ქველაძე - 1921 წლის თებერვლის ძირითადი მოვლენები;

ნინო სესიტაშვილი - იუნკერები;

ნინი კირვალიძე - ქართველი გენერლები;

ეკა გოგოლაძე - 25 თებერვლის მოვლენები ქართულ მწერლობაში.

კონფერენციის ჩატარების მიზანი იყო კიდევ ერთხელ გახსენება იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ ქართველებს უნდა გვახსოვდეს საქართველოს ისტორიის ის ბნელი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს რუსეთის გავლენის ქვეშ მთელ 70 წლიან პერიოდს, რათა არ მოვდუნდეთ და აღარ მივცეთ რუსეთს ჩვენზე გაბატონების საშუალება,“-განაცხადა პედაგოგმა ირმა ყეინაშვილმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203