
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს და ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიება IX კლასში ისტორიის მასწავლებლის, მაყვალა დეკანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს, გარდა ამისა, ოკუპაციის დროის გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები