ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში, თებერვლის კვირეული სასკოლო კონფერენციით დაიხურა. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა თითოეულ მოსწავლეს კვირეულში მონაწილეობისათვის სიგელი გადასცა.კვირეულში მონაწილეობდნენ:
- II კლასი (კლასის ხელმძღვანელი: ცირა გულუა) აპლიკაციაზე მუშაობა;
- VIII კლასი (საგნის მასწავლებელი: ინგა ბელქანია) ესეების კონკურსი;
- IX კლასი (კლასის ხელმძღანელი: ელისო ნარმანია) ფილმის ჩვენება;
- X კლასი (კლასის ხელმძღანელი: ნანი ღვამბერია) ნახატების კონკურსი: „ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“;
- XI კლასი ( კლასის ხელმძღანელი: როზა შეგელია) სასკოლო კონფერენცია.
„კვირეულის დახურვას ესწრებოდა ისტორიკოსი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბესო არახამია და ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ციცო თოლორაია. ბატონმა ბესომ საჯარო მოხსენება წაიკითხა 1921 წლის მოვლებზე,საშიშროებასა და შედეგებზე“, -აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.