ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ესეების კონკურსზე
02-03-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქისტაურის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა - ლიკა ბუზალაძემ და თაია ქეთელაურმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში -  „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“, მიიღეს მონაწილეობა და წარმატებაც მოიპოვეს.

საქმე ის გახლავთ, რომ კონკურსში 603 კონკურსანტი მონაწილეობდა და მათ შორის ლიკა ბუზალაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო თაია ქეთელაური დააჯილდოვეს კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის.

ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, წარმატებული მონაწილეობისთვის კონკურსის ორგანიზატორებისაგან გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203