სკოლებისთვის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრის ვადა ცნობილია
04-03-2021
2021-2022 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადა გამოქვეყნდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2021-2022 სასწავლო წელს სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადად 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 11 მარტის ჩათვლით პერიოდი დადგინდა.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს