
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
„ასურეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა 25 თებერვალს ჩაატარეს კონფერენცია, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიების მიზანი იყო საბჭოთა წარსულის ხელახლა გააზრება და შეფასება.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. წინასწარ მოამზადეს რეფერატები, პოსტერები, ვიდეო და ფოტო მასალა. კონფერენციას ფასილიტატორობას უწევდა ისტორიის მასწავლებელი იზოლდა გორგასლიძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.