15 მარტიდან დისტანციური სწავლების არჩევის უფლება იზღუდება? - მთავარ კითხვას განათლების სამინისტრო პასუხობს
02-03-2021

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში უნდა განახლებულიყო, მაშინვე გაირკვა, მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება დიდ ქალაქებში ჰქონდათ. მასწავლებლებს კი - ვინ საკლასო ოთახებში ასწავლიდა და ვინ დისტანციურად დარჩენილ ბავშვებს - სკოლა თავად გადაანაწილებდა.

თუმცა დაგვეთანხმეთ, ეს საკითხი მარტივად რეგულირებადი სულაც არ არის. ახლა კი უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 მარტიდან ონლაინ-სწავლების არჩევანი იზღუდება და გაკვეთილებზე სასკოლო სივრცეში დასწრება სავალდებულო ხდება.

საკითხის გადამოწმება განათლების სამინისტროში ვცადეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ დისტანციური სწავლების არჩევა მშობლებს კვლავ ექნებათ და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა:

„მსგავსი კითხვით ჩვენც მოგვმართეს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური, რადგან 15 მარტიდანაც, მშობლებს ჩვეულებრივ შეეძლებათ ​დისტანციურის არჩევის უფლება“.

გასაგებია, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება, თუმცა საინტერესო ისაა, საიდან და რატომ ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია. აშკარაა, რომ სკოლებს უჭირთ ორად გაყოფილი კონტინგენტისა და სასწავლო პროცესის მართვა - ზოგი დისტანციურზეა, ზოგი საკლასო ოთახებში, ეს ყველფერი კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

რამდენჯერ შეძლებთ დისტანციური სწავლების არჩევას - არის თუ არა ლიმიტი

შეუძლია სკოლას მოითხოვოს დისტანციურ სწავლებაზე დარჩენა თუ ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის პირობები არ აქვს?

მოსწავლეები გაკვეთილებს ოთხშაბათიდან ორშაბათამდე ეთიშებიან? - მინისტრის მოადგილე ხსნის, როგორ მოხდება დისტანციური სწავლის არჩევა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...