დარკვეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „არა ოკუპაციას“ გაკვეთილი ჩატარდა
02-03-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელმა განსაკუთრებული გაკვეთილი ჩაატარა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები გაიხსენა.
„1921 წლის 25 თებერვალი, დღე, რომელიც არ შეიძლება დაგავიწყდეს. დღე, რომელიც დიდი ტკივილითა და სევდითაა სავსე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის თანმდევია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დარიკო ხვედელიძემ მე-9 კლასში ჩაატარა გაკვეთილი ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში „არა ოკუპაციას“, სადაც მოსწავლეებმა იმოგზაურეს მარო მაყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის მებრძოლ იუნკერთა მხარდამხარ. გააცოცხლეს გმირების გრძნობები, დამოკიდებულებები და ქვეყნის სიყვარული სამშობლოს მიმართ. გაკვეთილის მსვლელობისას თვალწინ წარმოგვიდგა ყველა ის ფაქტი, რაც წინ უძღოდა საქართველოს ოკუპაციას. მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს