წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კედლის გაზეთი გამოსცეს
02-03-2021

2021 წლის 25 თებერვალს 100 წელი შესრულდა საბჭოთა ოკუპაციიდან. ზუსტად 100 წლის წინ, „დერჟავამ“ წითელი საცეცებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დაიკავა და მიწა იუნკერთა სისხლით შეიღება. ზუსტად 100 წლის წინ, 25 თებერვალს საქართველოს ცაზე მზე სისხლისფრად ამოვიდა და სასიხარულოა, მომავალი თაობები სამშობლოსთვის შეწირული გმირების ხსოვნას დღემდე სათუთად რომ ინახავენ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სრულიად პედაგოგიური საზოგადოების ჩართულობის შედეგად, კარგად იციან, რა მოხდა 100 წლის წინ და როგორ შეცვალა დემოკრატიული საქართველოს სამწლიანი პერიოდი 70-წლიანმა ოკუპაციამ.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის 100 წლისთავს მიეძღვნა კვირეული წინწყაროს საჯარო სკოლაში. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა უყურეს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ფილმებს, წაიკითხეს ლექსები, გამოსცეს კედლის გაზეთი და კლასებს შორის, მოაწყვეს კედლის გაზეთების კონკურსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203