აჭყვას საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის- „წიგნის საიდუმლო“ მორიგი შეხვედრა გაიმართა
02-03-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის -„წიგნის საიდუმლო“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი ირინე გორგაძე ხელმძღვანელობს.

„შეხვედრაზე მე-11 კლასის მოსწავლემ საბა აბუსელიძემ განიხილა წიგნი „ფრანით მორბენალი“. 

საუბრისას საბა აბუსელიძე ამბობს: მინდა ვისაუბრო ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე და იმ წიგნზე,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნი „ფრანით მორბენალი“ გვესაუბრება ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრაზე. მოქმედება ხდება 1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ - ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ-ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. გვაცნობს, ავღანელთა ცხოვრების წესს,ტრადიციებს, ჩვეულებებს.

„ფრანით მორბენალი“ უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203