
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
სკოლაში დაუშვეს სახელმწიფო დროშა, სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილეს და საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გაიხსენეს გმირები, გააკეთეს ბანერები და წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ლიანა რუსია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები