წნორის N3 სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა მოაწყვეს
02-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის VIII -IX კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა მოაწყვეს და კედლის გაზეთი „100 წელი ოკუპაციიდან“ შექმნეს.

საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203