
რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი რეგინა ადუაშვილი პასუხობს.
-კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- ეკონომიკის ყველა დარგის ჩამოშლა, სიღარიბე, დაავადების გავრცელება, სიკვდილიანობა, ბიზნესის ჩავარდნა, ტურიზმის ჩაშლა.
- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა..
- კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მოსწავლეთა დაახლოება. პედაგოგებს მოგვეცა საშუალება მეტი წვდომა გვქონოდა კომპიუტერებთან, აგრეთვე დაგვანახა ის, რომ არაფერი შეედრება მოსწავლისა და მასწავლებლის უშუალო, ბუნებრივ ურთიერთობას.
- 2020 წელს დავახასიათებდი ...
- მსოფლიოსათვის იყო პანდემიის წელი, სიღარიბის, სიდუხჭირისა და დაავადების წელი.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია ...
- ის, რომ თითოეული პედაგოგი პირნათლად ასრულებდა თავისზე დაკისრებულ მოვალეობას.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს ...
- ის, რომ სწრაფად დაეუფლნენ ონლაინ რეჟიმს, ვისაც კი ქონდათ წვდომა კომპიუტერებთან, მაგრამ ქონდათ ხარვეზები ინტერნეტთან მიუწვდომლობისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების არ ქონის გამო.
- მშობლებს ვურჩევდი ურჩევდი ...
- შეიძინონ კომპიუტერი ან ტელეფონი რისი საშუალებაც აქვთ და გამოიყენონ მიზნობრივად.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ ...
- გაუმჯობესდეს სწავლების პროცესი, აღარ გავრცელდეს პანდემია, მოგვეხსნას მაგ მხრივ დაძაბულობა.