„დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს!“ - ახალდაბის საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს
02-03-2021

„ოკუპაციის დღე...დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს!“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. მოსწავლეებმა ამ დღისთვის საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

პრეზენტატორებმა ოკუპაციის დროის გმირებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე გაახსენეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203