ფარცხანაყანევის N1 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ინგა ფხაკაძემ საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
02-03-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებელმა ინგა ფხაკაძემ V კლასში ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „საკვების წარმოქმნა მცენარეში“.

გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საუბარი, საიდან იღებს მცენარე საკვების წარმოქმნისთვის საჭირო ენერგიას, იმსჯელონ, აქვს თუ არა კავშირი ფოტოსინთეზს მცენარის კვებასთან, გააანალიზონ მცენარის მწარმოებლური როლი ეკოსისტემაში, მარტივ ექსპერიმენტზე დაკვირვებით აღმოაჩინონ მცენარის მიერ შექმნილი საკვები ნივთიერება-სახამებელი.

ხარისხის ჯგუფის წარმომადგენლებმა გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მასწავლებელს მისცეს განმავითარებელი შეფასება-კომენტარი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203