სამების საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
02-03-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინა ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა სოფიო კევლიშვილმა სხვადასხვა საგნის პედაგოგთან ერთად მოამზადა.

ღონისძიებაში VIII-XI კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ვიქტორინის მიზანი იყო საგნობრივი და ზოგადი ცოდნის დონის შემოწმება, წარჩინებული მოსწავლეების წახალისება, მოსწავლეთა მოტივირება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203