„არტ-დღიური“ - საკობიანოს საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგის კრეატიული პროექტი
01-03-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის, საკობიანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრული დატვირთვითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე და ამის ერთ-ერთი მაგალითი ხელოვნების პედაგოგი, სოფიკო შალამბერიძე გახლავთ.

სოფიკო შალამბერიძის ინიციატივით, საკობიანოს საჯარო სკოლაში, ხელოვნების საგანში, მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად, შემუშავდა საინტერესო და კრეატიული პროექტი: შეიქმნა სასკოლო სასწავლო ხელოვნებისთვის განკუთვნილი ონლაინ-გვერდიარტ-დღიური“, სადაც ხდება ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა- პრეზენტაცია, ხელოვნების სხვადასხვა თემებზე სჯა-ბაასი, ასევე ყოველდღიურად ქვეყნდება ხელოვნების გაკვეთილების ამსახველი ფოტომასალა.

როგორც მოგახსენეთ, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი გახლავთ და მოსწავლეებიც, საყვარელი სოფიკო მასწავლებლის ძალისხმევის შედეგად, ეზიარებიან ხელოვნებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203