
25 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა მასწავლებელი- აზიზ აბაზოვი გახლავთ.
მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილეს და 1921 წელს გმირულად დაღუპულ იუნკერეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტო