ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
01-03-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავი აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ასწლოვანი რუსულ-ქართული ამბავი მხატვრული კომპოზიციით წარმოადგინეს.

ისტორიის პედაგოგმა, გიული თაფლიაშვილმა 1921 წლის თებერვლის ქრონიკა მოკლედ მიმოიხილა.

აუდიტორიას ამ დღის მნიშვნელობაზე სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე ესაუბრნენ.

„ასი წელი გასულა საქართველოს გასაბჭოებიდან ...

დღემდე ვერ ვიშუშებთ იარებს.

სულ გვახსოვს იუნკრები, მარო მაყაშვილი, ნოე ჟორდანია და ბევრი გმირი, რომელიც იმ დღემ შვა...

„ღონისძიების დასასრულს, მეხუთეკლასელებმა ერთხმად შესძახეს ფრიად მნიშვნელოვანი სიტყვები:

„შეხვედრამდე ბედნიერ საქართველოში!“ - ნათქამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203