ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა 
01-03-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მე-9 კლასში ( პედაგოგ მაკა ლომთაძის ხელმძღვანელობით) გაიმართა შეხვედრა „საუკუნის ტრაგედია“ მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, მოამზადეს საინფორმაციო  ბუკლეტი და შეხვედრა ძალიან საინტერესო პრეზენტაციებით წარიმართა.

მოეწყო გია ჭუბაბრიას  ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდის“ ჩვენება მე-7 კლასში9 პედაგოგ მაია ცერცვაძის ხელმძღვანელობით.საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამიტომ   ეს დღე სკოლის საზოგადოებამ წუთიერი დუმილით და სახელმწიფო დროშის დაშვებით აღნიშნა.

პატივისცემით სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ  ნათია აბულაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203