
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ხელმძღვანელობდა.
„25 თებერვალს ისტორიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. მასწავლებელმა ვრცლად ისაუბრა, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს დაპყრობაზე, ქართველი ხალხის თავდადებაზე, იუნკერების ღვაწლზე. მე-11 კლასის მოსწავლემ, მარია ჩიდრაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: