„25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოება“ - ხარაგაულის N3 სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
01-03-2021
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლებმა, თამარ მაქაძემ და მარინე ხვედელიძემ, ერთობლივი ღონისძიება, სახელწოდებით „25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოება“ ჩაატარეს.
სკოლის ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელმა ავბედითი თარიღი მიმოიხილა.
„მერვეკლასელებმა დოკუმენტურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, საუკუნისწინანდელი რეალობა აღადგინეს. ტრადიციულად ითქვა კოლაუ ნადირაძის უკვდავი ლექსი...
მეცრეკლასელებმა გაიხსენეს მარო მაყაშვილი. 19 წლის გოგონას დღიურიდან წაიკითხეს სულისშემძვრელი ჩანაწერები... ჩვენ გვახსოვს გმირები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.