
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა საქართველოს გასაბჭოების დღე ოლაუ ნადირაძის ლექსით გაიხსენეს.
XI კლასის კლასის ხელმძღვანელი ნინო ზედგინიძე გახლავთ. ისტორიის პედაგოგი კი ინგა ფიოდოროვი.
საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ვიდეო და ფოტო