აფხაზეთის N2 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
01-03-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავი საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, კვირეულის მიზანია, მოსწავლეებმა რუსულ აგრესიაზე სრული ინფორმაცია მიიღონ.
„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგის, ინგა თოდუას ხელმძღვანელობით, მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეები შეეცადნენ, დაედგინათ 1921 წლის თებერვლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიმართულებები და შეავსეს შესაბამისი კონტურული რუკები.
1921 წლის თებერვალში ქართველთა „დასახმარებლად“, სომხეთიდან, სოჭიდან, აზერბაიჯანიდან XI წითელი არმია შემოვიდა საქართველოში, რამაც გამოიწვია საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია უცხო სახელმწიფოს მიერ. ხალხის მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყანა იძულებით დატოვა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“