ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ
01-03-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ.

„დაგჭირდე, მნახო, სამშობლოვ გულდაგულ გეწირებოდე!

მაშინ მთელ საქართველოს ეხურა თალხი, დაიწყო ქვეყნის ოკუპაცია და დღესაც გრძელდება - ასე გამოხატა ერკეთის საჯარო სკოლამ ოკუპაციის კვირეულის მთავარი სათქმელი.

2021 წლის 25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი, ავადსახსენებელი დღე, რომელმაც შეიწირა სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველობა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიიღეს მონაწილეობა მხატვრულ-მუსიკალურ კომპოზიციაში. საბედნიეროდ მოდიან თაობები, რომლებმაც ბევრი იციან ოკუპაციაზე და იბრძოლებენ კიდევაც მის წინააღმდეგ.

იდგა წითელი ჩოხით ქართულ დროშასთან პატარა ქართველი და ამბობდა სათქმელს, რომელსაც, როცა გაიზრდება, უთუოდ შეასრულებს: დაგჭირდე, მნახო, სამშობლოვ გულდაგულ გეწირებოდე!“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203