ბრილის საჯარო სკოლაში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის საჯარო სკოლაში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს.
„ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს და პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფატი ჭაღალიძე ხელმძღვანელობდა. გუგული ბოლქვაძემ მოკლედ მიმოიხილა ისტორია. ღონისძიების მხატვრულ ნაწილს ორგანიზება გაუწიეს მალვინა, სალომე ზოიძეებმა და სულხან ტაკიძემ, მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ
ფოტოები: