ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაციები გამართეს
01-03-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქართვლოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

„25 თებერვალს ტუნაძეების საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ირინა შავაძემ და  სკოლის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება  სახელწოდებით „წითელი წარსული“ გამართეს. მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციაზე, წაიკითხეს ლექსები ოკუპაციაზე, შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებელს ირინა შავაძეს და სკოლის მოსწავლეებს ღონისძიების მომზადებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203