
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლაში თემაზე - 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია - პრეზენტაცია ჩატარდა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციაზე და გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები.
საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები