ხულოს მუნიციპალიტეტის თ.ბარათაშვილის სახელობის რაქვთის საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
„ოკუპაცია დროებითია, არა ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით გაიმართა მინი ღონისძიება თ.ბარათაშვილის სახ.რაქვთის საჯარო სკოლაში, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, ღონისძიებას ხელმძღვანელობდენ ისტორიის პედაგოგი - ბეგლარ შაინიძე და დაწყებითი კლასების პედაგოგები - ლუიზა ბერიძე და გულნარა სურმანიძე, ხელმძღვანელებმა ოკუპაციის თემაზე წაიკითხეს ლექცია, ხოლო მოსწავლეებმა წარადგინეს ოკუპაციის თემაზე მიძღვნილი ლექსები და მოახდინეს მათ მიერ დამზადებული პლაკატების პრეზენტაცია.
ღონისძიება საინფორმაციო ხასიათს ატარებდა,რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ
ფოტო და
ვიდეო: