თბილისის N103 სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
01-03-2021

თბილისის 103 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ირმა ღონღაძემ, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, VI, VI, VII, VIII და X კლასის მოსწავლეებთან მოაწყო საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო. 

პედაგოგმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ოკუპაციაზე და გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვლის სევდიანი დღე. 

საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203